logo
ENG



ლავროვის თქმით, ითვალისწინებენ დასავლეთის მცდელობებს, "მეორე ფრონტი" გახსნას

14 აპრ 202315:45
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს, "საქართველოსა და მოლდოვაში მეორე ფრონტი გახსნას". მისივე მტკიცებით, დასავლეთს პოლონეთში, ბელარუსის საზღვართან სამხედრო კონტინგენტის ყოლა სურს.

"ამ ფაქტების ერთობლიობა არავის აძლევს მოდუნების საშუალებას, და ჩვენც არ ვდუნდებით, ყველაფერ ამას ვხედავთ და ვითვალისწინებთ ჩვენს გეგმებში - სამხედრო-პოლიტიკური, დიპლომატიურ და სხვა ურთიერთობებში", - თქვა ლავროვმა ჟურნალისტებთან.

ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციამ დაინახა საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართვის მცდელობები "მეორე ფრონტის" შექმნაში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და უარი თქვა მსგავს ქმედებებზე.

ქართული ოცნებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა სურთ და ამ მხრივ რუსეთის პროპაგანდისტულ ნარატივს იზიარებენ. ევროკავშირსა და აშშ-ში წარმომადგენლობებში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ "მეორე ფრონტთან" დაკავშირებით ყველა განცხადება და ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.


close დახურვა